თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
ინკლუზიური სწავლების პრინციპები
რა არის ინკლუზიური განათლება?
ინკლუზიური განათლება არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სირთულეებისა სწავლაში;
ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას მოსწავლეების სწავლების პროცესში
ინკლუზიური განათლების მიზანი:
საკოლაში ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე იყოს სკოლის სრულფასოვანი წევრი, სრულად მონაწილეობდეს სასკოლო აქტივობებში.
ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის სკოლის ამოცანები:
1. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
• რესურს ოთახის მოწყობა – აღჭურვა აუცილებელი თვალსაჩინოებით და ტექნიკური საშუალებით.
• ინკლუზიური განათლების კორდინატორის დანიშვნა:
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ადეკვატური, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
ამისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები:
• სპეციალისტის მიერ სსსმმ ფსიქიკური,ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარების შეფასება;
• სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების კვლევა;
• კვლევაზე და საგანმანათლებლო საჭიროებებზე დაყრდნობით ბავშვის მშობელთან, მასწავლებელთან ერთად სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
ისგ არის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები. ეს პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესთან შერწყმულია და პედაგოგს ეხმარება მოსწავლის მიღწევების გაკონტროლებაში.
ისგ-ს შემუშავების ეტაპებია:
• ი.ს.გ. გუნდის შექმნა; ( მშობელი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, და სხვა.) • ინფორმაციის შეგროვება;
• მიმართულების განსაზღვრა;
• ისგ განსაზღღვრა;
• ისგ შემუშავება;
• ისგ განხორციელება;
• ისგ გადახედვა და განახლება.
1. მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება სამედიცინო დასკვნების და სხვა დოკუმენტების გაცნობით, უშუალო დაკვირვებით მოსწავლეზე, მის სასწავლო აქტივობაზე, აგრეთვე მოსწავლის პიროვნული ფაქტორების შეფასებით.
2. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ განისაზრვრება ის პირები, ვინც ჩაერთვებიან მოსწავლის ისგ განხორციელების პროცესში.
ი.ს.გ. მუშაობის მიმართულებები:
ა)მონაწილეობის მიღება მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასების პროცესში;
ბ)პედაგოგის კონსულტირება სწავლების სტრატეგიების თაობაზე;
გ)პედაგოგის კონსულტირება სასწავლო მასალასთან დაკავშირებით;
დ)მოსწავლესთან დამატებითი მეცადინეობების განხორციელება დასახული მიზნების მისაღწევად.
ე) მასწავლებლის მხარდაჭერა კლასში გაკვეთილების მსვლელობისას;
ვ) გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა;
ზ) მოსწავლის მშობლებთან რეგულარული კონსულტაციები.
3. ისგ და საკლასო პროგრამა უნდა იყოს ურთიერთ შეთანხმებული და ურთიერთმორგებული.
4. ისგ უნდა მოიცავდეს მოსწავლისთვის ადეკვატურ, ფუნქციურ და ასაკისთვის შესაბამის მიზნებს;
5. მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სწავლის სტრატეგიების განსაზღვრა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა;
გრძელვადიანი მიზანი არის დებულება, რომელსაც ისგ–ით მიიღწევა სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლის ძლიერი მხარეების და არსებული რესურსების გათვალისწინებით,.
მოკლევადიანი მიზანი უფრო კონკრეტული და სპეციფიკურია. იგი კონკრეტული ნაბიჯებია გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.
6. ისგ უნდა ითვალისწინებდეს ისეთ დამატებითი საკითხებს, როგორიცაა:
ა)მოსწავლის სასწავლო განრიგი ანუ რა დროს ატარებს მოსწავლე კლასელებთან; რომელი გაკვეთილები ჩაანაცვლა რესურს ოთახში მეცადინეობით და რა დრო გაატარა იქ.
ბ) მოსწავლის სასწავლო დატვირთვა- ანუ რამდენ წუთიანი გაკვეთილებია მისთვის ოპტიმალური და რა ხანგრძლივობის შესვენებაა რეკომენდირებული;
გ) ინფორმაცია დამხმარე პირის შესახებ- რომელ გაკვეთილებზე საჭიროებს მოსწავლე ფსიქოლოგის დამატებით მხარდაჭერას.
5. ისგ-ზე, მის განხორციელებაზე კონტროლი საჭიროა გამუდმებით;
შეფასების სისტემა ათ ქულიანია, ოღონდ განსხვავებულია ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოსწავლემ უნდა გადალახოს.
6. ისგ-ს გადახედვა-განახლების მიზნით საჭიროა, შეჯამდეს ისგ-ის მიმდინარეობა. განისაზღვროს, ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებების განხორციელება გეგმის ოპტიმიზაციისთვის.
3.1. ინკლუზიური განათლება „მოსწავლე, ოჯახი და სკოლა.“
ავტორები: თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი, ქეთევან იაშვილი, მეიკო ჭელიძე.
სსსმ მოსწავლის
საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ჩატარებულა შესაბამისი
კვლევები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება
სსსმ მოსწავლეთა საკუთარი
შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენა და რეალიზება.
ოჯახის
შემდეგ სკოლა
უმნიშვნელოვანესი ინსტანციაა,
სადაც ბავშვი
უმეტეს დროს
ატარებს, სოციალურ
კონტაქტებს ამყარებს,
წარმატებებს აღწევს,
სტრესულ სიტუაციებს
უმკლავდება, დადებითი
თუ უარყოფითი
ემოციებით იმუხტება,
მისი პიროვნება
ფორმირდება. სკოლის
მუშაობა თითოეული
მოსწავლის სასწავლო
პროცესში ჩართულობისკენაა
მიმართული. მოსწავლის
ჩართულობა, ინკლუზია,
პედაგოგიური კოლექტივის
კეთილგანწყობასა და
კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
სკოლა უნდა
ქმნიდეს სწავლისადმი
კეთილგანწყობილ გარემოს,
სადაც ყველა
მოსწავლე თანაბრად
ჩაერთვება სასწავლო
პროცესში. ყურადღების
ცენტრში მოსწავლე
მისი მოთხოვნებით,
შესაძლებლობებით და
საჭიროებებით მოექცევა.
სასწავლო პროცესში
ჩართულობისთვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია
სასწავლო თემების
რელევანტურობა.
მეცნიერები ამტკიცებენ,
რომ მოსწავლეები
ბევრად უფრო
მარტივად ითვისებენ
და ინტერესდებიან
ისეთი თემებით,
რომლებიც მათთვის
უკვე ნაცნობია.
მიზეზი გახლავთ
ის, რომ
მოსწავლეს შეუძლია
ნაცნობ ინფორმაციას
მიაბას, დაუკავშიროს
და დაიხსომოს
ის სიახლე,
რომელსაც ეცნობა.
სწორედ ამიტომ
დიდი მნიშვნელობა
აქვს სასწავლო
პროცესში წინარე
ცოდნის გააქტიურებას,
რომლის მეშვეობითაც
ინტერესის გაღვიძება,
მოტივირება და
წახალისება შეგვიძლია.
ინკლუზიური სწავლისადმი
კეთილგანწყობილი გარემო
მნიშვნელოვანია არა
მარტო მოსწავლეებისთვის,
არამედ მასწავლებლების
და მშობლების
განვითარებისათვის. ასეთ
გარემოში მოსწავლეები
ყოველდღიურ უნარ-ჩვევებს
და ცხოვრების
ჯანსაღ წესს
სწავლობენ, სადაც
მათი შესაძლებლობების
დაფასება, წახალისება,
შექება და
აღიარება ხდება.
ყოველივე ეს
სკოლის მუშაობის
ხარისხს განაპირობებს.
პარტნიორული ურთიერთობა
სკოლასა და
მშობელს შორის
სკოლისა და
მშობლის ურთიერთობა
თანამშრომლობით ხასიათს
უნდა ატარებდეს.
განსაკუთრებით ისეთ
შემთხვევებში, როცა
ბავშვს რაიმე
სახის სირთულე
ექმნება სასკოლო
გარემოში, სასწავლო
პროცესში, თანატოლებთან
ურთიერთობისას და
ა.შ.
ხშირად პედაგოგები
გამოუვალ მდგომარეობაში
ხვდებიან, არ
იციან თუ
როგორ მიუდგნენ
მოსწავლეს, მიუხედავად
მრავალი მცდელობისა,
მოსწავლესთან ურთიერთობისას
არაფერი გამოსდით.
ასეთ შემთხვევაში
შესაძლოა მშობელმა
გაუწიოს მასწავლებელს
დახმარება. მშობელთან
საუბრის შედეგად ისეთი
ინფორმაცია მიიღოს,
რომელიც პრობლემის
გადაჭრის გზას
გამოავლენს.
და პირიქით,
ხშირად მშობლები
საჭიროებენ მასწავლებლის
და სკოლის
მხრიდან ინფორმაციულ
და პროფესიულ
დახმარებას,
თუნდაც იმისათვის,
რომ უკეთ
გაიაზრონ მშობლის
და ოჯახის
როლი ბავშვის
განათლების და
განვითარების პროცესში.
რჩევები მშობლებსა და
მასწვლებლებს
Ø გამოხატეთ
სკოლასთან/მასწავლებელთან/მშობლებთან
თანამშრომლობის სურვილი.
სასურველია მშობელი
და მასწავლებელი
მარტო მაშინ
კი არ
ხვდებოდნენ ერთმანეთს
, როცა მორიგი
პრობლემა იჩენს
თავს, არამედ
რეგულარულად, დათქმულ
დღეს აწყობდნენ
შეხვედრას;
Ø გაითვალისწინეთ
მასწავლებლის/მშობლის
აზრი
Ø გაამდიდრეთ
მასწავლებლის/მშობლის
ცოდნა და
გამოცდილება, მიაწოდეთ
და მისგანაც
მიიღეთ სათანადო
ინფორმაცია. გამართეთ
დიალოგი და
აწარმოეთ დისკუსიები;
Ø გაუზიარეთ
ერთმანეთს ცოდნა,
გამოცდილებები, შთაბეჭდილებები,
განცდები, თქვენი
დაკვირვებები და
აღქმები;
Ø ერთობლივად
მიიღეთ გადაწყვეტილებები,
ერთობლივად გადაჭერით
სირთულეები;
Ø ორივე
მხარემ გადაინაწილეთ
ბავშვის განათლებაზე
პასუხისმგებლობა;
Ø ისაუბრეთ
თქვენი შვილის/მოსწავლის
ინტერესებზე, სირთულეებზე,
გაიზიარეთ ერთმანეთის
აზრი;
Ø დააფასეთ
მასწავლებლისა და
სკოლის დამსახურება,
შრომა. სასურველია
ერთმანეთის სამუშაოს
და პასუხისმგებლობისადმი
პოზიტიური დამოკიდებულება
და პატივისცემა
გამოვავლინოს როგორც
მასწავლებელმა ისევე
მშობელმა;
Ø მშობლებო,
ნუ დაელოდებით
მასწავლებლის მხრიდან
ინიციატივებს, იყავით
აქტიურები თქვენი
შვილების სასიკეთოდ.
გახსოვდეთ მასწავლებელს
მხოლოდ თქვენი
შვილი არ
ჰყავს საკლასო
ჯგუფში. ის
ხშირ შემთხვევაში
გადატვირთულია და
თქვენი მხრიდან
ყურადღებას საჭიროებს;