მესამე მოდულზე მუშაობისას ვისწავლეთ პრეზენტაციის გაზიარება ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარები, ინტერნეტის გამოყენება სკოლასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლევისათვის, ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსის გამოყენება. მოვახდინეთ ინტერნეტ საკომუნიკაციო რესურსების შედარება. გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი: საავტორო უფლებების ქაოსი, აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. მეოთხე მოდულში ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე. განვიხილეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი, სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევა. გავაკეთეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაცია.
понедельник, 29 октября 2018 г.
воскресенье, 21 октября 2018 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ შეფასების მეთოდები ( განმსაზღვრელი და განმავითარებელი), შეფასების სტრატეგიები: თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება, პროგრესიის მონიტორინგის სტრატეგიები, გაგების შემოწმება, გაგების დემონსტრირება,
დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შეფასების შეჯამება.მოვახდინეთ პრეზენტაციის მომზადება სასწავლო პროექტზე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში.
დროში გაწერილი შეფასების გეგმა, შეფასების შეჯამება.მოვახდინეთ პრეზენტაციის მომზადება სასწავლო პროექტზე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში.
суббота, 20 октября 2018 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო იმით, რომ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, სასწავლო მიზნების შემუშავებაზე, კერძოდ ბუნდოვან და სპეციფიკურ სწავლებაზე ორიენტირებულ მიზნებზე, სასწავლო პროექტის შაბლონში შევიტანეთ სტანდარტები და შევქმენით მიმართულების მიმცემი კითხვები.
воскресенье, 14 октября 2018 г.
მეორე დღის რეფლექსია
დღეს შევარჩიეთ თემა პროექტისთვის. ჩემი საპროექტო თემა იყო ,, ბულინგი მოზარდებში,, და შაბლონში დავიწყეთ მუშაობა.განვიხილეთ გამოცემის მომზადების ჩეკლისტი. გავეცანით სხვადასხვა სახის ბროშურების ნიმუშს. ჩამოვტვირთეთ პროექტისთვის შესაფერისი ფოტოები.
суббота, 13 октября 2018 г.
პირველი დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო . განვიხილეთ პროექტებით სწავლება და განსაკუთრებით დამამახსოვრდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა,, ასევე ვნახეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები და პორტფოლიოს ჩეკლისტები. შვქმენით საქაღალდეები და შევინახეთ გადმოტვირთული მასალები. საინტერესო იყო პროექტის შეფასების რუბრიკები, რომელიც დამეხმარება პროექტის შექმნაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)