воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო. გამოვიყენეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა და წარმოვადგინეთ პორტფოლიოები.

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული. ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე  თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები და სტანდარტული ინდიკატორები მასწავლებლის მუშაობისათვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია .  

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავაკეთეთ ჰ. გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის " პრეზენტაცია პოვერპოინტზე და გავაანალიზეთ.ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე. 

суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები და 321 სტრატეგიით შევაფასეთ. ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია , შეფასების დაგეგმვის ცხრილი( როდის შეიძლება გამოვიყენოთ ჩეკლისტი, ან რა მიზნობრიობით), შეფასების გეგმის ჩეკლისტი,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.