ფოკუსჯგუფი (დანართი #1) - ფოკუსჯგუფის საშუალებით
ჩამოვაყალიბეთ კითხვარი , რომელიც განკუთვნილი იყო სპეცმასწავლებლის და კლასში შემსვლელი პედაგოგების გამოკითხვისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო , დაგვედგინა პედაგოგების ვარაუდები და დასკვნები სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვისთვის. ასევე გაგვეგო, როგორი იყო მასწავლებელთა მოლოდინები სსსმ მოსწავლის, გიორგი დანელიას მიმართ.
სპეცმასწავლებლის, თეა თაფლაძის დასკვნებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ გარკვეული შემფერხებელი ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
კითხვები სპეცმასწავლებელს:
1. როგორია სსსმ მოსწავლის დიაგნოზი?
2. როგორ ფასდება მისი ფსიქოლოგიური და სოციალური უნარები?
3. შეუძლია თუ არა სსსმ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება?
4. ხომ არ ავლენს გიორგი განსაკუთრებულ მიდრეკილებას რაღაცის მიმართ?
5. რამდენად ეფექტურად ახერხებს სსსმ მოსწავლე თქვენთან ურთიერთობისას საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას?
კითხვები კლასში შემსვლელ მასწავლებლებს:
1. რამდენად ახერხებთ თქვენს გაკვეთილზე სსსმ მოსწავლის, გიორგი დანელიას ეფექტურად ჩართვას ?
2. როგორია თქვენი მოლოდინები სსსმ მოსწავლის მიმართ?
3. აძლევთ თუ არა სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დავალებებს და რამდენად ახერხებს მათ ათვისებას?
4. როგორია სსსმ მოსწავლის განვითარება? იგრძნობა თუ არა პროგრესი? თუ მისი დონე თანდათან კლებულობს?
5. თანამშრომლობთ თუ არა კლასში შემსვლელი მასწავლებლები ერთმანეთთან, სპეცმასწავლებელთან, დამრიგებელთან და სსსმ მოსწავლის მშობლებთან?
6. როგორია სსსმ მოსწავლის თვითშეფასების უნარი?
7. იღებს თუ არა სსსმ მოსწავლე თქვენგან მის უნარებზე ადაპტირებულ უკუკავშირს?
8. როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით ვერ ახერხებს სსსმ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ეფექტურ ჩართულობას?
9. რა სტრატეგიები და აქტივობები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისათვის,რომ სსსმ მოსწავლემ შეძლოს საგაკვეთილო პროცესში ეფექტური ჩართულობა?
უბრალო და ჩართული დაკვირვება - ამ მეთოდით განვახორციელეთ
დაკვირვებები საკუთარ ( კვლევის ავტორის) გაკვეთილზე ჩართული დაკვირვებით და სხვა მასწავლებელთა გაკვეთილზე უბრალო დაკვირვების გზით, რათა მოგვეხდინა პრობლემისა და ინტერვენციების განხორციელების შემდეგ შესაძლო ცვლილებების იდენტიფიცირება.
ანონიმური ანკეტური გამოკითხვა ( დანართი #3) -
ამ მეთოდს იმიტომ მივმართეთ, რომ კლასის სხვა მოსწავლეებისაგან პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე:
1. სცემთ თუ არა პატივს ამხანაგები ერთმანეთს?
2. როგორია თქვენი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის , გიორგი დანელიას მიმართ?
3. თქვენი ამხანაგები სცემენ თუ არა პატივს გიორგი დანელიას?
4. როგორ მიგაჩნიათ, უნდა სწავლობდეს თუ არა ასეთი მოსწავლე თქვენს გვერდით?
5. რამდენად კომუნიკაბელურია გიორგი თქვენთან და აქვს თუ არა მას განსაკუთრებული ურთიერთობა რომელიმე მოსწავლესთან?
6. აქვს თუ არა სსსმ მოსწავლეს შექმნილი შესაფერისი საკლასო გარემო?
7. ავლენს თუ არა გიორგი დანელია გაკვეთილებზე საკუთარ შესაძლებლობებს?
8. აძლევთ თუ არა გიორგის იმის საშუალებას, რომ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას გასცეს სათანადო პასუხი?
9. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად არის აგებული აღნიშნული მოსწავლისადმი მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება სირთულე-სიმარტივის განსხვავების მიზნით?
10. ხომ არ იჩენს გიორგი დანელია განსაკუთრებულ ინტერესს რომელიმე საგნის მიმართ?
11. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ეს მოსწავლე არ არის ჩართული ეფექტურად საგაკვეთილო პროცესში?
12. თქვენი აზრით, რა ცვლილებებია საჭირო საგაკვეთილო პროცესში, რათა აღნიშნულმა მოსწავლემ გაკვეთილზე შეძლოს ეფექტური ჩართულობა და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი?
Комментариев нет:
Отправить комментарий