четверг, 21 марта 2019 г.

კვლევა

                                         თავი II


                     პრაქტიკული კვლევის არსი


     აღნიშნული პრაქტიკული კვლევა გულისხმობს მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის ძალისხმევით  სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული კლასის მასწავლებლები , თვითონ სსსმ მოსწავლის  მშობელი და თანაკლასელები ერთვებიან პრაქტიკულ კვლევაში, განსაზღვრავენ პრობლემას , ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს , იღებენ გადაწყვეტილებებს, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად განხორციელდება სსსმ მოსწავლის კვლევის პროცესში ჩართვით. ამიტომ განისაზღვრა კვლევაში მონაწილე პირები:

.   სსსმ მოსწავლე

.    თანაკლასელები

.    კლასში შემსვლელი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

.    სპეცმასწავლებელი.

.    მშობელი.



пятница, 15 марта 2019 г.

კვლევა

1.2    კვლევის ამოცანა


კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

მთავარი კითხვა:    რა არის სსსმ მოსწავლის( გიორგი დანელიას ) საგაკვეთილო პროცესში ნაკლები ჩართულობის გამომწვევი მიზეზი?

ქვეკითხვები:   1) რა არის სსსმ მოსწავლის მოტივაცია გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და რეალიზების პროცესში?

2) რამდენად მიზანმიმართულია სპეც. მასწავლებლის თანამშრომლობა სხვა მასწავლებლებთან და სსსმ მოსწავლესთან საგაკვეთილო პროცწსში მისი ეფექტურად ჩართვისათვის?

3)   რამდენად გასათვალისწინებელია კლასის კლიმატი სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის პრობლემის წარმოქმნისას?

4)  რამდენად იცნობს სსსმ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკას?

5)  უზიარებენ თუ არა მასწავლებლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს სსსმ მოსწავლის საგაკვეილო პროცესში ჩართულობის პრობლემისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?

6)  როგორია სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგაკვეთილო, და არასაგაკვეთილო  პროცესში?

7)  არის თუ არა თანამშრომლობა სსსმ მოსწავლის მშობლებს, მასწავლებლებსა სპეც. მასწავლებელს შორის? 



8)  როგორია სსსმ მოსწავლის კომუნიკაცია თანატოლებთან?

9) ხომ არააქვს სსსმ მოსწავლეს განსაკუთრებული ნიჭი და მირეკილება რაღაცის მიმართ?

10)  როგორ შეიძლება გადაიჭრას სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვის  პრობლემა?


четверг, 7 марта 2019 г.

კვლევა

                                                           კვლევის სათაური:                                       

                      სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის                                                                   პრობლემა.

                       კვლევის დაწყების თარიღი :     4.02.2019წ.
          

                                                      საკვლევი საკითხის მიმოხილვა


    1. 1.  მოკლე ინფორმაცია სსსმ მოსწავლის შესახებ:

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობს სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე :  დანელია გიორგი.
გიორგი სისტემატურად დადის სკოლაში და  არ აცდენს გაკვეთილებს. 




1.2.  სსსმ მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემა:


გიორგი საგაკვეთილო პროცესს ყოველთვის ესწრება. თითოეულმა მასწავლებელმა საგნების მიხედვით განსაზღვრა და შეადგინა სსსმ  მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი და მოკლევადიანი  ინდივიდუალური სასწავლო მიზნები, გეგმები და შესაბამისი აქტივობები. მიუხედავად პედაგოგთა დიდი
ძალისხმევისა , გიორგი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვას და შესაბამისად საკუთარი შეესაძლებლობების გამოვლენას და რეალიზებას.




1.3.   პრობლემის გამიმწვევი სავარაუდო მიზეზები:


ინტერვენციის დაგეგმვამდე ჩამოვაყალიბეთ პრობლემების სავარაუდო მიზეზები.  
სსსმ მოსწავლის, თანაკლასელების, კლასში შემსვლელი მასწავლებლების, მშობლების , სპეცმაწავლებლის  და ფსიქოლოგის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამოდენიმე ფაქტორი:

 1. სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური ფაქტორები:

მულტიდისციპლინალური და სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გაცემულია გიორგი დანელიას დიაგნოზი:  თანატოლების უმრავლესებასთან შედარებით აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.  

2. მასწავლებლების, სპეცმასწავლებლებისა და მშობლების არაეფექტური თანამშრომლობა.

3. სსსმ მოსწავლის ( გიორგი დანელიას ) მოტივაციის ასამაღლებლად ნაკლები აქტიურობა მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების მხრიდან.




 1.4. კლევის მიზანი

სსსმ მოსწავლის ( გიორგი დანელიას) საგაკვეთილო პროცესში  არაეფექტური ჩართულობის მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების შეფასება.