четверг, 7 марта 2019 г.

კვლევა

                                                           კვლევის სათაური:                                       

                      სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის                                                                   პრობლემა.

                       კვლევის დაწყების თარიღი :     4.02.2019წ.
          

                                                      საკვლევი საკითხის მიმოხილვა


    1. 1.  მოკლე ინფორმაცია სსსმ მოსწავლის შესახებ:

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობს სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე :  დანელია გიორგი.
გიორგი სისტემატურად დადის სკოლაში და  არ აცდენს გაკვეთილებს. 




1.2.  სსსმ მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემა:


გიორგი საგაკვეთილო პროცესს ყოველთვის ესწრება. თითოეულმა მასწავლებელმა საგნების მიხედვით განსაზღვრა და შეადგინა სსსმ  მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი და მოკლევადიანი  ინდივიდუალური სასწავლო მიზნები, გეგმები და შესაბამისი აქტივობები. მიუხედავად პედაგოგთა დიდი
ძალისხმევისა , გიორგი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვას და შესაბამისად საკუთარი შეესაძლებლობების გამოვლენას და რეალიზებას.




1.3.   პრობლემის გამიმწვევი სავარაუდო მიზეზები:


ინტერვენციის დაგეგმვამდე ჩამოვაყალიბეთ პრობლემების სავარაუდო მიზეზები.  
სსსმ მოსწავლის, თანაკლასელების, კლასში შემსვლელი მასწავლებლების, მშობლების , სპეცმაწავლებლის  და ფსიქოლოგის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამოდენიმე ფაქტორი:

 1. სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური ფაქტორები:

მულტიდისციპლინალური და სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გაცემულია გიორგი დანელიას დიაგნოზი:  თანატოლების უმრავლესებასთან შედარებით აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.  

2. მასწავლებლების, სპეცმასწავლებლებისა და მშობლების არაეფექტური თანამშრომლობა.

3. სსსმ მოსწავლის ( გიორგი დანელიას ) მოტივაციის ასამაღლებლად ნაკლები აქტიურობა მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების მხრიდან.




 1.4. კლევის მიზანი

სსსმ მოსწავლის ( გიორგი დანელიას) საგაკვეთილო პროცესში  არაეფექტური ჩართულობის მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების შეფასება.

                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий