четверг, 21 марта 2019 г.

კვლევა

                                         თავი II


                     პრაქტიკული კვლევის არსი


     აღნიშნული პრაქტიკული კვლევა გულისხმობს მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის ძალისხმევით  სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული კლასის მასწავლებლები , თვითონ სსსმ მოსწავლის  მშობელი და თანაკლასელები ერთვებიან პრაქტიკულ კვლევაში, განსაზღვრავენ პრობლემას , ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს , იღებენ გადაწყვეტილებებს, გააზრებულ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს. ცვლილება ეფექტურად განხორციელდება სსსმ მოსწავლის კვლევის პროცესში ჩართვით. ამიტომ განისაზღვრა კვლევაში მონაწილე პირები:

.   სსსმ მოსწავლე

.    თანაკლასელები

.    კლასში შემსვლელი სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

.    სპეცმასწავლებელი.

.    მშობელი.



Комментариев нет:

Отправить комментарий